"ცუდია, ყველაფრის ხელახლა გამოძიებას 4 წელი რომ დასჭირდა", _ ასე ეხმიანება ცოტნე გამსახურდია მთავარი პროკურატურის გადაწყვეტილებას თავისი საქმის გადახედვასთან დაკავშირებით.
გამსახურდია იმედოვნებს, რომ "დანარჩენ ეპიზოდებზეც შესაბამისი შედეგი დადგება“
„გაირკვა ის, რის დამტკიცებასაც მე წლების განმავლობაში უშედეგოდ ვცდილობდი. მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. მე სხვა ბრალდებებით 15 წელი მქონდა მოსჯილი და სააკაშვილის დროს კიდევ ორი საქმე თაროზე იყო შემოდებული, ფაქტობრივად, სამუდამო მქონდა. მაგრამ ამ საქმეებზე მე ბრალი პროკურატურამ 2013 წელს მომიხსნა. ასევე, ჩემ მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობაზე განცხადებას პროკურატურა უკვე რამდენიმე წელია განიხილავს და იმედია, რომ დანარჩენ ეპიზოდებზეც შესაბამისი შედეგი დადგება“, _ განაცხადა გამსახურდიამ.