მსხვილი ნიდერლანდული საგზაო კომპანია „KWS Infra“ და კომპანია „Volker Wessels“-ის ინჟინრები, გადამუშავებული პლასტმასისგან გზების მშენებლობას გეგმავენ.
სავარაუდოდ, ნოუ-ჰაუს დასანერგად ქალაქ როტერდამს შეარჩევენ.
იდეის ავტორების თქმით, ახალ გზებს, პრაქტიკულად, უარყოფითი მხარეები არ ექნება.
ამასთან გაიწმინდება მსოფლიო ოკეანე, სადაც პოლიმერული მასალების ნარჩენების კოლოსალური რაოდენობაა დაგროვილი.