გარემოს ეროვნული საგენტოს ინფორმაციით, 24 ნოემბერს ღამისა და დილის საათებში თეთრიწყარო-წალკა, ბოლნისი-დმანისი და კახეთის საავტომობილო გზებზე აღინიშნება ლიპყინული.
რაც შეეხება საქართველოს სხვა რეგიონებს, დასავლეთ საქართველოში ხვალიდან ქარი ჩადგება და კვირის ბოლომდე თბილი, უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ხვალ, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან მოთოვს, ჰაერის ტემპერატურა -1, +4 გრადუსი იქნება. 26 ნოემბრიდან შედარებით დათბება და უნალექო ამინდი იქნება.