თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი ენმ-ს ერთ-ერთ ლიდერ ელენე ხოშტარიას და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის პარლამენტში დაპირისპირებას ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ეხმაურება: „მაგას კლიჩკაც აქვს, ლაკას” ეძახიან, არ იცის ეტყობა და არ გააგებინოთ", _ წერს ხიდაშელი სოციალურ ქსელში..
P.S. “მაგას” ცუდად მომხვდა თვალში, მაგრამ დღევანდელ დღეს მოუხდა და ბოდიში ელენესთან", – წერს ხიდაშელი.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში თეა წულუკიანმა ელენე ხოშტარიას მიმართა:
„მე არც ბავშვობაში ძველბიჭობაში არ გეჯიბრებოდით. არც ფეხბურთში არ გეჯიბრებოდით, მე წიგნს ვკითხულობდი. ყოველთვის სხვადასხვა ადგილას ვიყავით და ვართ. მე როცა წიგნს ვკითხულობდი, თქვენ პლეხანოვზე ძველბიჭობდით. ეს არ არის ჩემი სტილი”, – განაცხადა წულუკიანმა.