პარლამენტის ქუთაისის სასახლეში მინისტრთა კაბინეტის წევრების მოსმენა განახლდა. მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას დეპუტატებს პირადად პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლი გიორგი კვირიკაშვილი აცნობს.
გიორგი კვირიკაშვილი და მინისტრობის კანდიდატები ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების“ წევრებს ხვდებიან, რის შემდეგაც მათი მოსმენა საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის ფორმატში გაგრძელდება.
ხვალ, 12:00 საათზე, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება, სადაც კენჭისყრაზე მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისათვის ნდობის გამოცხადების საკითხი დადგება. პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის განკარგულება პრეზიდენტმა გუშინ გამოსცა.