ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯომარემ და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში მუდმივმოქმედი დელეგაციის მომავალმა ხელმძღვანელმა, თამარ ხულორდავამ სტრასბურგში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომაში, ვიდეოჩართვის მეშვეობით მიიღო მონაწილეობა.
ბიუროს სხდომაში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტების დელეგაციის ხელმძღვანელები, ევროპარლამენტის მხრიდან ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტი, ჰეიდი ჰაუტალა და ევროპარლამენტის სხვადასხვაპოლიტიკური ჯგუფის წევრები მონაწილეობდნენ.
ბიუროს წევრებმა ასამბლეის რეფორმის სცენარზე იმსჯელეს, რომლის მიხედვით ინსტიტუტმა თავისი საქმიანობა უფრო ეფექტიანად უნდა განახორციელოს, რათა აღმოსავლეთ პარტნიორობის მთავარი ამოცანების ხელშეწყობა, ევროინტეგრაციულიპროცესების განვითარება და ამ გზით მოქალაქეთა ინტერესების დაცვა უკეთ შეძლოს.
პარტნიორებმა კმაყოფილება გამოთქვეს, ევროკავშირთან თანამშრომლობის ფორმატებში, აზერბაიჯანის მონაწილეობის განახლების გამო. სხდომაზე, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ბელორუსის დაბრუნების პერსპექტივებზეც იმსჯელეს.აღმოსავლეთ პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეის როტაციული თავმჯდომარეობა, აღმოსავლეთის კომპონენტიდან, საქართველოს შემდეგ მოლდოვის პარლამენტს გადაეცა.
ბიურომ, ევროპის თანამშრომლობისა და უსაფრთხოების ორგანიზაციის (ეუთო)წარმომადგენლებისგან, საქართველოს, ბელორუსის და ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნების ასევე, მოლდოვას საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შესახებ შეფასებებიმოისმინა.
მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტებში დაიწყება ანგარიშების მომზადება ევროკავშირში და აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში მედიის თავისუფლების მდგომარეობის შეფასებისთვის, ახალგაზრდობის უმუშევრობისშემცირების,
2015 წლის პარიზის კლიმატური ცვლილების შეთანხმების განხორცილებასა და შრომის ბაზარზე ქალთა დასაქმების მდგომარეობის შეფასების მიმართულებით.