ქუთაისში მდებარე საქართველოს საპატრიარქოს წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის პედაგოგებმა და აღსაზრდელებმა თავიანთი შემოქმედება ლანჩხუთში, ცენტრალური ბიბლიოთეკის დარბაზში წარმოადგინეს.
საკმაოდ საინტერესო გამოფენაზე დამთვალიერებელს შესაძლებლობა ჰქონდა, ენახა მოსწავლეებისა და პედაგოგების მიერ ხელით ნაკეთები უამრავი ლამაზი და საინტერესო ნაკეთობა, რომელთა შორის, ასევე, იყო საეკლესიო ნივთები და სასულიერო პირის შესამოსელი.