"მართლა შეგეცოდებათ თქვენი თავი და უწყება, როცა თქვენს ფუნქციებს და ამოცანებს წაიკითხავთ, რაც წესდების მიხედვით გაკისრიათ"- მიმართა პარლამენტის ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ადა მარშანიამ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატ ქეთევან ციხელაშვილს. მარშანიას შეფასებით, ციხელაშვილი საკითხებს არასათანადო დონეზე ფლობს.
„ქალბატონო ქეთევან, ძალიან კარგად ვხედავ, რომ თქვენ ამ საკითხებს არასათანდო დონეზე ფლობთ. გარდა იმისა, რომ ამ საკითხებში, რასაც ჩვენს რეგიონში კონფლიქტები ჰქვია, ადამიანს ცოდნა უნდა ჰქონდეს. მე მგონი არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ ამ საკითხებს ადამიანი უნდა გრძნობდეს, ამავდროულად, მხოლოდ მენტალური ცოდნა კი არ უნდა ჰქონდეს. არადა თქვენ ესეც გაკლიათ. სამწუხაროდ და საუბედუროდ, ამას ვხედავ“, _ მიმართა ადა მარშანიამ ციხელაშვილს.