საქართველოს პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობასა მხარი დაუჭირა _ 110 მომხრე, 19 _ წინააღმდეგი _ ასე გადანაწილდა დეპუტატთა ხმები.
მთავრობის ახალი შემადგენლობა ასე გამოიყურება: საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია; საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე; საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა; საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი; საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე; საქართველოს ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი; საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე; საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი; საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია; საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი; საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი; საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი; საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი; საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძე; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი;