პენტაგონის მიერ დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში შეიქმნა რობოტი ჩიტა (Cheetah), რომელმაც სისწრაფით ფეხიან რობოტებს შორის რეკორდი დაამყარა.
წინა რეკორდი 1989 წელს მასაჩუსეტის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მიერ შექმნილმა ორფეხიანმა რობოტმა დაამყარა, მისი სიჩქარე საათში 21 კილომეტრი იყო. ჩიტა კი საათში 29 კილომეტრს ფარავს.
ახალი რობოტის შემქმნელი კომპანიის "Boston's Dynamics"ხელმძღვანელი ალფრედ რიცი ამბობს, მათი მიზანია ჩიტამ შეძლოს სირბილი როგორც შენობაში, ისე გარეთ.