კომპანია "თელასის" ცნობით სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, დღეს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება:
ვაკის და მთაწმინდის რაიონები
საბალანსო მრიცხველების მონტაჟის გამო 10 საათიდან 13 საათამდე 15-15 წუთით შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის, რესპუბლიკის მოედნის, ზანდუკელის, ჭოველიძის, კერესელიძის, მაყაშვილის და მიშველაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ავარიის პრევენციის მიზნით 10 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის და მოსაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 ზემო პლატოს მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული ქსელის გაუმჯობესების მიზნით 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გუდამაყრის ქუჩის მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული ქსელის გაუმჯობესების მიზნით 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის II მიკრორაიონის და გლდანის VI მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.