ახალი პოლიტიკური პარტიის "გირჩის" ერთ-ერთი დამფუძნებელი პავლე კუბლაშვილი პოლიტიკიდან მიდის და საქმიანობის გაგრძელებას კერძო სექტორში გეგმავს. ამის შესახებ განცხადება კუბლაშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გაავრცელა.
"მეგობრებო 24 ნოემბერს დარეგისტრირდა ჩემი კომპანია "Key Points consalting"-ი. კომპანიის მიზანია იურიდიული კონსულტაციების, საადვოკატო მომსახურების გაწევა და ბიზნეს ინიციატივების ლობირება.
არ ვაპაირებ პარალურად საჯარო პოლიტიკური აქტივობის გაგრძელებას. ეს ხელს შეუშლიდა ჩემ ახალ საქმიანობასაც და პარტიასაც.
ამიერიდან ნებისმიერი საჯარო განცხადება ჩემი მხრიდან იქნება პირადად ჩემი პოზიცია და არა "გირჩის" ხედვა.
ვრჩები "გირჩის" რიგით მხარდამჭერად და ყოველთვის ვიქნები ზურა ჯაფარიძის და თითოეული გირჩელის გვერდით. ვრჩები იმ იდეების ერთგული რასაც გირჩი ემსახურება და რასაც მარტივად ქვია – მეტი თავისუფლება.
98 წლიდან თითქმის უწყვეტად ვარ საჯარო სამსახურში, 2005 წლიდან ვიყავი პარლამენტის წევრი. დადგა დრო როდესაც პოლიტიკიდან კერძო სექტორში უნდა გადავინაცვლო. მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვისთან ერთადაც ან ვისთან ოპონირებისას მიმიღია მონაწილეობა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებში.
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჟურნალისტებს, რომელთა გარეშეც მე ვერ ვიქნებოდი საჯარო ფიგურა.
შევხვდებით აუცილებლად, ახლა უკვე კერძო სექტორში", _ წერს პავლე კუბლაშვილი ფეისბუკზე.