დღეს დილით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ჩიბათში ახლობლებმა გარდაცვლილი საშუალო ასაკის მამაკაცის, მ.ჯ-ს ცხედარი იპოვეს, რომელსაც დანით ქონდა მრავლობითი ჭრილობები მიყენებული.
გარდაცვლილის თანასოფლელთა ინფორმაციით, შემთხვევა 27 ნოემბერს, ღამის საათებში მოხდა. მათი თქმით, მ.ჯ. გვიანობამდე ქეიფობდა მეზობელთან ნ.ძ-თან ერთად და სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ თანამესუფრეებს შორის კონფლიქტი მოხდა, რასაც შემდგომ ეს ტრაგიკული აღსასრული მოყვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ჩიბათში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზეა გახსნილი და მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.