2013 წლიდან 2016 წლის 9 თვის მონაცემებით პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებისა და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მხრიდან განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო 604 სისხლის სამართლის საქმეზე, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 121 პირის მიმართ. მათ შორის, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო პენიტენციური დეპარტამენტის 2 თავმჯდომარის, 2 თავმჯდომარის მოადგილის, პენიტენციური დაწესებულების 11 დირექტორის და პენიტენციური დაწესებულების 8 დირექტორის მოადგილის მიმართ. აგრეთვე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, 7 პოლიციის უფროსის, 1 პოლიციის უფროსის მოადგილის, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის 3 უფროსის მიმართ, _ ამის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის ერთწლიანი მუშაობის ანგარიშშია აღნიშნული რომელიც მან დღეს საპროკურორი საბჭოს წარუდგინა.
ანგარიშის თანახმად, 2016 წელს არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო 84 სისხლის სამართლის საქმეზე, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 4 პირის მიმართ. სსკ-ის 1441 (წამება) მუხლით სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 1 პირის მიმართ, სსკ-ის 333-ე (უფლებამოსილების გადამეტება) მუხლით დევნა დაიწყო 3 პირის მიმართ.
რაც შეეხება წინა წლების სტატისტიკას, ამავე ანგარიშის თანახმად, 2013 წელს არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო 241 სისხლის სამართლის საქმეზე, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 77 პირის მიმართ (სსკ-ის 1441 (წამება) მუხლით სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 35 პირის მიმართ, სსკ-ის 1443 (დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა) მუხლით დევნა დაიწყო 36 პირის მიმართ, ხოლო სსკ-ის 333-ე (უფლებამოსილების გადამეტება) მუხლით დევნა დაიწყო 17 პირის მიმართ.
2014 წელს არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო 114 სისხლის სამართლის საქმეზე, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 33 პირის მიმართ (სსკ-ის 1441 (წამება) მუხლით სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 9 პირის მიმართ, სსკ-ის 1443 (დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა) მუხლით დევნა დაიწყო 4 პირის მიმართ, სსკ-ის 333-ე (უფლებამოსილების გადამეტება) მუხლით დევნა დაიწყო 27 პირის მიმართ.
2015 წელს არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო 165 სისხლის სამართლის საქმეზე, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 7 პირის მიმართ (სსკ-ის 1441 (წამება) მუხლით სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 4 პირის მიმართ, სსკ-ის 333-ე (უფლებამოსილების გადამეტება) მუხლით დევნა დაიწყო 3 პირის მიმართ.
„აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ბოლო წლებში საგრძნობლად შემცირდა პენიტენციურ დაწესებულებაში თანამშრომელთა მხრიდან მსჯავრდებულთა მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტები. 2014 წელს, პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან ჩადენილი არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტების შესახებ, სახალხო დამცველმა პროკურატურას მომართა 21 წინადადებით, თუმცა მათში მოყვანილი არცერთი ფაქტი არ იძლეოდა წამების შემადგენლობას და შეეხებოდა მხოლოდ არაადამიანურ/ღირსების შემლახველ მოპყრობას.
2015 წელს სახალხო დამცველმა პროკურატურას მომართა 4 წინადადებით, რომლებიც შეეხებოდა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან განხორციელებულ შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტებს, ხოლო 2016 წლის ნოემბრის მდგომარეობით, იმავე თემაზე სახალხო დამცველმა პროკურატურას მომართა მხოლოდ 2 წინადადებით. სახალხო დამცველი მთავარ პროკურატურას აძლევდა რეკომენდაციას: ა) გამოძიება ეწარმოებინათ პროკურატურის ორგანოებს და ბ) გამოძიება წარმართულიყო სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლით (დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა). აღნიშნული რეკომენდაციები გათვალისწინებულ იქნა“, _ ნათქვამია მთავარი პროკურორის ანგარიშში.
ამავე თემაზე:
აღკვეთის ღონისძიება და გირაო მთავარი პროკურორის ანგარიშში
რამდენ საქმეზე დაიწყო მთავარმა პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარე წელს



































































