რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ თენგიზ შერგელაშვილმა თანამდებობის დატოვების შემდეგ პირველი განმარტება გააკეთა. როგორც შერგელაშვილი სოციალურ ქსელში წერს, წარსულსა და აწმყოზე საუბარს სამომავლოდ აპირებს.
"დღეს დასრულდა ჩემი ცხოვრების ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელიც ზუსტად 4 წელი და 1 თვე გრძელდებოდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მოადგილის რანგში. კმაყოფილი ვარ იმით, რომ ამ წლებში შევძელი ყველაზე რეფორმატორული გუნდის შეკრება, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება განვახორციელეთ და ვიბრძოლეთ. ჩანაფიქრებიდან კიდევ უფრო მეტი ვერ განვახორციელეთ მრავალი წინააღმდეგობის (ხშირ შემთხვევაში ირაციონალური) გამო. ჩვენი ფიქრი მხოლოდ და მხოლოდ უკეთესი ევროპული საქართველო იყო და არის. ჩვენს მიერ განხორციელებული სიახლეები ამ გადასახედიდან წარმატებულია, და ასევე ფასდება ევროკავშირის, ევროსაბჭოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. მადლობა ყველას სამინისტროს შიგნით ვინც ამ ფერხულში იყო ჩართული, მადლობა სამინისტროს გარეთ ყველას ვის მხარდაჭერასაც ვგრძნობდით. ალბათ, მოვა იმის დროც როდესაც უფრო მეტს ვიტყვი წარსულზე, აწმყოზე და მომავალზე. დღეს მხოლოდ ერთი ვიცი რომ სადაც არ უნდა ვიყო ძალას არ დავიშურებ იმ ფასეულობებოსთვის და კონკრეტული ცვლილებებისთვის, რომელმაც ამ ქვეყანაში საბჭოთა კავშირი უნდა დაასრულოს და ევროპული ტიპის პატარა ლამაზი და ღირსეული სახელმწიფოს ჩამოყალიბება განაპირობოს", _ წერს შერგელაშვილი სოციალურ ქსელში.