ამ წუთებში, ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში დასრულდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს გურიის რეგიონული სამმართველოს უფროსის, კონსტანტინე სარიშვილის სასამართლო პროცესი.
მოსამართლე ზვიად ზვიადაძის გადაწყვეტილებით, კონსტანტინე სარიშვილი 3-ათასლანიანი გირაოს გადახდის პირობით გათავისუფლდა.
მომდევნო სასამართლო სხდომა 2017 წლის 17 იანვარს არის ჩანიშნული.
სასამართლო პროცესს საჯარო მოხელეები და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლები ესწრებოდნენ.
მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას დარბაზში მყოფი პირები ტაშით შეხვდნენ.
„გურია ნიუსი“ სარიშვილთან გასაუბრებას შეეცადა, თუმცა, მან მედიასთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
შეგახსენებთ, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს გურიის რეგიონული სამმართველოს უფროსმა კონსტანტინე სარიშვილმა, ამავე სამინისტროს თანამშრომელი ზვიად ვასაძე ცეცხლსასროლი იარაღით 26 ნოემბერს დაჭრა.
ინციდენტი ოზურგეთში დღეს კამათის ნიადაგზე მოხდა.
ამავე თემაზე:
ინციდენტი ოზურგეთში _ თანამდებობის პირმა საჯარო მოხელე დაჭრა