იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სიას ბელგიური ლუდი და კუბური ცეკვა რუმბა შეემატა. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
როგორც ცნობილია, გაეროს კულტურული ორგანიზაცია ბელგიის თხოვნას იმ მოტივით დათანხმდა, რომ ლუდის ხარშვა ხელს შეუწყობს ერთიან იდენტობას ქვეყანაში, რომელიც სალაპარაკო ენის თვალსაზრისით, შუაზეა გაყოფილი.
თუმცა, მაუწყებლის ცნობით, 200 ლუდსახარში და 30 ლუდსახარშის მუზეუმი ენობრივი და გეოგრაფიული საზღვრების მიღმაა დარჩენილი.
"განსაკუთრებით მომწონს ის ფაქტი, რომ ლუდი არის გლობალური, საყოველთაო, რის გამოც, ადამიანები ერთად იკრიბებიან. ვფიქრობ, ამით იუნესკო ხაზს უსვამს ჩვენს ტრადიციებს, კულტურას, რომელიც ლუდთანაა დაკავშირებული"_ აცხადებს ლუდსახარშ "brasserie de la senne"-ს მფლობელი, ივან დე ბაეტსი.
მაუწყებლის ინფორმაციით, იუნესკო რუმბას კუბაში განიხილავს როგორც მარგინალური საზოგადოების სიმბოლოს, რომელიც გავრცელებულია დაბალ ფენებში.
აფრიკული, ანტალიური და ესპანური ფესვებით კი ადამიანი მუსიკას უკავშირდება, წინააღმდეგობასა და თვით შეფასებას გამოხატავს სენსუალურობითა და სიხარულით.
როგორც ცნობილია, იუნესკოს სიაში ასევე თურქეთიდან ცენტრალურ აზიამდე ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მოხვდა.
გავრცელებული ცნობით, ქუჩაში დადგმული სხვადასხვა წარმოდგენები თემებს შორის მშვიდობას ხელს უწყობს.