"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის, გიგა ბოკერიას განცხადებით, მთავრობის მხრიდან ეკონომიკური კრიზისის გადაბრალების პოლიტიკა, არსებულ მდგომარეობას კიდევ უფრო გაამწვავებს.
"ყოველგვარი დრამატიზმის გარეშე მინდა გითხრათ ექსტრემისტული, არაკომპეტენტური მთავრობის გზაზე დგახართ. როდესაც ეკონომიკური კრიზისი გამოწვეულია მთავრობის მავნებლობით, დამნაშავეების ძიება კერძო ბიზნესში, ბანკებში იწყება. თურმე ამ ხალხმა შექმნა კრიზისი და არა მთავრობამ და ახლა ამ კუდიანებზე ნადირობა უნდა დაიწყოს, რაც კიდევ უფრო გააღრმავებს ამ ვითარებას. ეს აფსურდი სადმე უნდა დასრულდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ფინანსურ აფეთქებამდე მივალთ", _ განაცხადა გიგა ბოკერიამ.