დღემდე ითვლებოდა, რომ საკვების მოსაპოვებლად სხვადასხვა საგანს გააზრებულად მხოლოდ მაიმუნები იყენებდნენ.
თუმცა ოქსფორდის უნივერსიტეტის ლაბორატორიის ბინადარმა თუთიყუშმა "ფიგარომ" მეცნიერთა წარმოდგენა თავდაყირა დააყენა.
თუ მისი გალიის მახლობლად მისთვის საინტერესო რამ – მაგალითად, ქიშმიში, ან თხილი ისეთ მანძილზე მოიხელთა, რომელსაც ნისკარტით ან ფეხით ვერ სწვდება, ჭკვიანი თუთიყუში ნისკარტით გალიის ხის ფუძეს ჯერ მომცრო ჩხირს მოატეხს, შემდეგ მოიმარჯვებს, საკვებს გალიის ახლოს მოხერხებულად მიიგორებს და ნისკარტით იღებს!