ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით ექსპერტები განცხადებებს აკეთებენ. ზვიად ხორგუაშვილი განცხადებით, მთავრობა ხალხის ხარჯზე ცდილობს ბიუჯეტის გაზრდას და ლარის დასტაბილურებას, რასაც შესაძლოა უკუშედეგი მოჰყვეს:
„1.3 მილიარდით იზრდება მთლიანი ბიუჯეტი, ანუ მთავრობა იღებს, დაახლოებით, 700-800 მილიონით მეტს, გადასახადების გადამხდელების ჯიბიდან, ვიდრე შარშან იღებდა და მეორე 1.3 მილიარდს მთავრობა რომ ხარჯავს ეს ნიშნავს, რომ ეს ფული არის არაეფექტიანად დახარჯული. იმიტომ, რომ ეს ფული შეეძლო დაეხარჯა კერძო სექტორს, ბევრად ეფექტიანად. აი აქ არის პრობლემა", _ განაცხადა ზვიად ხორგუაშვილმა.