ამომრჩევლებთან უფრო მჭიდრო კომუნიკაციის მიზნით, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანი საინტერესო პროექტს იწყებს.
ლანჩხუთისა და ჩოხატაურის ყველა თემში და ასევე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 6 სოფელში განთავსდება საფოსტო ყუთები, წარწერით _ „მისწერე წერილი მაჟორიტარს!“
საფოსტო ყუთებში მოსახლეობა ჩაყრის წერილებს დეპუტატისთვის გასაზიარებელი პრობლემებითა თუ წინადადებებით.
„ასეთი ფორმატი დამეხმარება, უშუალოდ მოსახლეობისგან გავიგო, რა არის მოსაგვარებელი პირველ რიგში, რათა არცერთი პრობლემა არ დამრჩეს უყურადღებოდ", _ აღნიშნავს ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი. (R)