სოხუმში ე.წ აფხაზეთის პრეზიდენტის რაულ ხაჯინბას გადადგომის მოთხოვნით, საპროტესტო აქციები გრძელდება.
აფხაზეთის ადმინისტრაციამ ოპოზიცურ ბლოკს უარი განუცხადა 15 დეკემბერს თეატრალურ მოედანზე სანქცირებული მიტინგის ჩატარებაზე.
სოხუმის მერის ადგურ ხარაზიას განცხადებით, სისხლისღრის თავიდან აცილების მიზნით, ქალაქის ადმინისტრაცია მოუწოდებს მოსახლეობას თავი შეიკავოს ქალაქის თეატრთან შეკრებისგან.
„აფხაზეთის პარლამენტმა უკვე მიიღო დოკუმენტი, რომლის თანახმადაც, ქვეყნის ყველა პოლიტიკური ძალა შეთანხმდა, კონფლიქტების მოგვარების საქმეში, კონსტიტუციის ფარგლებში იმოქმედოს“, _ განაცხადა ე.წ აფხაზეთის პრეზიდენტის თანაშემწემ ვლადიმერ ზანტარიამ.
სოხუმის თეატრთან რაულ ხაჯინბას მომხრეები უკვე იკრიბებიან. ისინი მოქმედი ე.წ პრეზიდენტის მხარდასაჭერი მიტინგის ჩატარებას გეგმავენ,
სოხუმის თეატრალურ მოედანზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.