ცოტა ხნის წინ პოპულარულმა მსახიობმა სალმა ჰაიეკმა მორიგ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. მექსიკელი მსახიობი კინოინდუსტრიაში უკვე 20 წელიწადი იმყოფება, მის ანგარიშზეა 40 ფილმზე მეტი, რომელთა შორის ბევრი მათგანი ჰიტად იქცა.
სალმას მიაჩნია, რომ მისი წარმატებული კარიერა ბედნიერმა შემთხვევამ განაპირობა. ცოტა ხნისწინ მას 50 წელი შეუსრულდა, და ის ყოყმანის გარეშე აცხადებს:
ყველაზე ცუდი ჰოლივუდელი ქალბატონისთვის არის ის თუ მისი ასაკი 50 წელს გადასცდა. ამავე დროს, მე აქცენტით ვლაპარაკობ, ტანმორჩილი და პუტკუნა ვარ. ალბათ მე ყველაზე მეტად გამიმართლდა, რადგან შევძელი და ეს სამსახური მოვიპოვე!
მე მიყვარს გემრიელად ჭამა და კარგი ღვინოს დალევა. მოდისათვის ეს ძალიან ცუდია, მაგრამ ხასიათის ასაწევად ეს ბრწყინვალეა. მე ბედნიერი ვარ – იმიტომ, რომ ვჭამ. მე 50 წლის ვარ და არ მჭირდება ბოტოქსი. და იცით რატომ? იმიტომ, რომ კარგად ვიკვებები და ვიღებ ყველა საჭირო კალორიას," – განაცხადა სელმა ჰაიეკმა.