ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა დაამტკიცოს, რომ რუსეთი ამერიკაში ჩატარებულ არჩევნებში ჰაკერული გზით ჩაერია ან ბრალდება ან თემა დახუროს. ამის შესახებ REUTERS-ის ინფორმაციით, კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა, ჟურნალისტებს ტოკიოში განუცხადა.
"შეწყვიტოს ლაპარაკი ან საბოლოოდ წარმოადგინოს გარკვეული მტკიცებულებები",_განაცხადა პესკოვმა.
როგორც ცნობილია, რუსეთი ჰაკერულ თავდასხმაში მონაწილეობას უარყოფს.
გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ბარაქ ობამამ განაცხადა, რომ აშშ-ში ჩატარებულ არჩევნებში რუსეთის აშკარად ჩარევის გამო ზომებს მიიღებს.
ამავე თემაზე:
რუსმა ჰაკერებმა The New York Times-ზე კიბერშეტევა განახორციელეს