დედაქალაქის მერის თქმით, თანხის კლება, ძირითადად, უკავშირდება კომუნალური სუბსიდირების წესში ცვლილებას, რომლის მიხედვითაც პროგრამით ისარგებლებენ ის ადამიანები, ვისაც ეს რეალურად სჭირდება. ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საკრებულოში, ბიუჯეტის დაზუსტებული პროექტის წარდგენისას განაცხადა.
,,თანხის კლება კი ძირითადად უკავშირდება კომუნალური სუბსიდირების წესში ცვლილებას, რომლის მიხედვითაც პროგრამით ისარგებლებენ ის ადამიანები, ვისაც რეალურად სჭირდებათ დედაქალაქის მთავრობის დახმარება და თანხა კომუნალურებისთვის აღარ ჩაერიცხება განურჩევლად ყველას, როგორც ეს იყო ადრე, მათ შორის მე, მთავრობის წევრებს, ბიზნესმენებს და ა.შ.“ _ განაცხადა თბილისის მერმა.