” გურია ნიუსი” წუხელ მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდა დაკავშირებოდა სასჯელაღსრულების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, თეა სუხიაშვილს, რომელიც ზარებს არ პასუხობდა.
პატიმრების ახლობლების განცდები და მდგომარეობა კალმახელიძის უწყებას დღეს გაახსენდა.მათ მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
სამინისტროს განცხადება
6 ივლისს, ღამით, გავრცელდა ცრუ ინფორმაცია გლდანის №8 დაწესებულებასთან დაკავშირებით.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო დაწესებულებაში ინციდენტის შესახებ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს და მიაჩნია, რომ პენიტენციურ სისტემასთან დაკავშირებით მორიგი დეზინფორმაციის გავრცელება მიზანმიმართულად ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.
სამწუხაროა, რომ გარკვეული სუბიექტები, მსგავსი ცრუ ინფორმაციის გავრცელებისას, პატიმართა ოჯახების წევრების მდგომარეობას არ ითვალისწინებენ.