44 წლის გვინეტ პელტროუ უარყოფს, რომ მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალია.
ასეთი ტიტული ახლახანს ორი შვილის დედას მიანიჭა ჟურნალმა "People", შენიშვნით „ეს გასაკვირი არ არის!“
პელტროუმ განაცხადა, რომ „ეს ჯილდო აშკარად არ შეესაბამება სიმართლეს“, „ეს სასაცილოა, ფაქტია, რომ ეს ასე არ არის, მაგრამ სასიამოვნოა“.
„როგორც აღნიშნა ჩემმა მეგობარმა, კარგია რომ მათ აარჩიეს შვილიანი ქალი და რომელიც არ ჰგავს 20 წლის გოგონას,“ – მოკრძალებულად აღნიშნა მან და დასძინა, რომ მისთვის “ ეს დიდი პატივია“.
ტოპ ათეულში ასევე მოხვდნენ: დრიუ ბერიმორი, ჯენიფერ ლოურენსი, ჯეინ ფონდა, მომღერალი პინკი.