საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ფეისბუქით ულოცავს დაბადების დღეს.
"ვულოცავ დაბადების დღეს იმ ადამიანს, რომელმაც: ქურდები პოლიციით ჩაანაცვლა. გაი _ პატრულით, საპასპორტო განყოფილებები _ იუსტიციის სახლებით. რაგატკის ჯარი, დიდგორად აქცია. მიტოვებული ქალაქები _ ტურისტულ ზონად.
რომელმაც, შექმნა სახელმწიფო სტრუქტურები და ეს ქვეყანა ჭაობიდან აქამდე მოიყვანა.
Mikheil Saakashvili გილოცავთ დაბადების დღეს. შვილიშვილებს სიამაყით მოვუყვები, რომ პირადად გიცნობდით", _ წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში