ანსამბლ "შვიდკაცას" ხელმძღვანელი, ცნობილი ლოტბარი ტრისტან სიხარულიძე ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის წოდებით ,,ხელოვნების ქურუმი" დააჯილდოვეს.
სიხარულიძეს ჯილდო კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სამწლიანი ანგარიშის წარდგენის ღონისძიებაზე საზეიმოდ გადასცა.