გარდაცვლილი პატიმრის, მიხეილ ბაზაზიანის ოჯახმა განცხადებით მიმართა გლდანის #18 სამკურნალო დაწესებულების კანცელარიას და მოითხოვა გარდაცვლილი პატიმრის ავადმყოფობის ისტორია. ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი ტელეფონით დაუკავშირდა საავადმყოფოს კანცელარიის უფროსს, მარეხ ჩარკვიანს, რომელმაც ნიკოლაიშვილის განცხადებით, უფლებადამცველს უთხრა, რომ პატიმარი #18 დაწესებულებაში არ გარდაცვლილა.
გელა ნიკოლაიშვილი: როგორც მარეხ ჩარკვიანმა განმიცხადა, გვამი შეიტანეს 5 ივლისს #18 დაწესებულებაში, საიდან და როგორ, კანცელარიისთვის უცნობია. კანცელარიის #18 სამკურნალო დაწესებულების კანცელარიის განცხადებით, თუ როდის და რომელი დაწესებულებიდან შემოვიდა გარდაცვლილი მიხეილ ბაზაზიანის გვამი #18 დაწესებულებაში, განცხადების მიღებიდან 10 დღის ვადაში გარდაცვლილის ოჯახს ეცნობება პასუხი.
ამ წუთებში გლდანში, ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან იმყოფებიან არასამთავრობო ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები _ ადამიანის უფლებებისათვის” წარმომადგენლები ნანა კაკაბაძე და გელა ნიკოლაიშვილი. ასევე იმყოფებიან გარდაცვლილი პატიმრის, 21 წლის მიხეილ ბაზაზიანის ოჯახის წევრები.