დიდ ბრიტანეთში ბავშვებს სანტა კლაუსთან მისვლამდე სიცრუის დეტექტორის ტესტის ჩაბარება მოუწევთ. როგორც იდეის ავტორები ამბობენ, სიახლის მიზანი იმის დადგენაა, მართალაც კარგად იქცეოდნენ თუ არა პატარები წლის განმავლობაში და იმსახურებენ თუ არა სანტას საჩუქარს.
უკვე რამდენიმე ათეულმა ბავშვა ტესტი წარმატებით ჩააბარა. სიცრუის დეტექტორს პატარებს სანტა კლაუსის წარმომადგენელი უტარებს, რომელსაც ჭკვიანი ბავშვები ახალი წლის ჯადოქართან მიჰყავთ.
დეტექტორები საუტჰემპტონისა და კროიდონის დიდ სავაჭრო ცენტრებშია განთავსებული.