ბრიტანული გამოცემის "Metro" ცნობით, უელსის ქალაქ მონმუტშირში, გოგონებისათვის განკუთვნილი სკოლა-პანსიონატის ბუხარში სანტა-კლაუსისათვის საუკუნის წინ გაგზავნილი წერილი იპოვეს.
წერილი სკოლის ადმინისტრატორმა მას შემდეგ იპოვა, რაც მას სკოლის ერთ-ერთ საძინებელ ოთახში ბუხრის გაწმენდა სთხოვეს. წერილზე კარგად ჩანს წარწერა _ ჰეილი ჰ (Haly H). წერილის ავტორი სანტას მიმართავს და სთხოვს წიგნს "Tell England", სამასკარადო კაბას და ფეხსაცმელს.
წერილზე თარიღი არ არის მითითებული, მაგრამ, რადგან ერნეს რეიმონდის ნოველა „Tell England“ 1922 წელს გამოიცა, ფიქრობენ, რომ წერილიც ამ პერიოდშია შედგენილი.
ჰეილის წერილი სკოლაში ნანატრი წიგნის ასლთან ერთად გამოიფინება.