"რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმება იქნება დიდი შვება უამრავი ჩვენი თანამემამულისთვის," _ ეს განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში გააკეთა.
მთავრობის მეთაურის განმარტებით რუსეთთან ურთიერთობაში სერიოზულ საკითხებზე საუბრები არ მიმდინარეობს, თუმცა, საუბარია იმ საფუძვლის შექmნაზე, რომელიც ერთმანეთთან საუბრის საშუალებას მოგვცემს.
მისივე თქმით, რუსეთთან ურთიერთoბა არ ნიშნავს tერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დათმობას და ეს არც მოხდება:
"რაც შეეხება სავიზო რეჟიმს, თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მივესალმები. ეს იქნება დიდი შვება უამრავი ჩვენი თანამემამულისთვის, მათი ოჯახის წევრებისთვის, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ", _ აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.