ოპოზიციური ბლოკი აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებას, სამართალდამცავ ორგანოებს, უხუცესთა საბჭოს და საზოგადოებას მოუწოდებს ყველა ზომა მიიღონ, ქვეყანაში ორ გვარს _ კვიცინიებსა და ჟიბას შორის გაჩაღებული სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად.
„სამართალდამცავი სისტემის უუნარობამ გამოიწვია ის, რომ 2017 წელი ქვეყანაში მძიმე კრიმინოგენური სიტუაციის გამწვავებით დაიწყო _ მკვლელობები, ავარიები ფატალური შედეგით, სისხლიანი გარჩევები. მთელი ქვეყანა შეძრა ორ გვარს შორის წარმოჩენილმა კონფლიქტმა. სახელმწიფო ორგანოებმა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ქვეყანაში კანონის და წესრიგის დაცვაზე, არაფერი გააკეთეს და სიტუაცია კონტროლს აღარ ექვემდებარება. ორი გვარის დაპირისპირების შედეგად მივიღეთ რამდენიმე მოკლული პირი, კერძო საკუთრების და საცხოვრებელი სახლების გადაწვა. თუ უმკაცრეს ზომებს არ მივიღებთ, სიტუაცია კიდევ უფრო გამწავავდება“, _ ნათქვამია განცხადებაში.
ოპოზიციური ბლოკის განცხადებას Apsny.ru ავრცელებს.