https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

    მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ერთად უნდა მოვახერხოთ სწორი მართვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, კიდევ დიდხანს ვიქნებით იმ ადგილზე, სადაც დღეს ვართ”

16:01; 9.01.2017
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

საქართველოში ნარჩენები განსაკუთრებულ ეკოლოგიურ პრობლემას წარმოადგენს _ დღემდე ის რჩება ეკოსისტემების დაბინძურებისა და ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედების წყაროდ. ამასთან, არსებული პრაქტიკა გულისხმობს ნარჩენების განთავსებას უკონტროლო/არაოფიციალურ ნაგავსაყრელებზე _ უახლოეს ხევებში, გზების პირას და მდინარეების ნაპირზე, ყოველგვარი უსაფრთხოების ზომების და სანიტარულ-გარემოსდაცვითი ნორმების უგულებელყოფით.

საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად, პოლიგონებზე ხვდებოდა და ხვდება სამრეწველო, სამშენებლო, სამედიცინო, ბიოლოგიური, სასოფლო-სამეურნეო და სხვა სახის სახიფათო ნარჩენები.

სპეციალისტების დასკვნით, ქვეყანაში მოქმედი ნაგავსაყრელების უმრავლესობა არ შეესაბამება თანამედროვე ევროპულ სტანდარტებს და ვერ აკმაყოფილებს საერთაშორისო დირექტივებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

აღსანიშნავია, რომ მყარი ნარჩენების საერთაშორისო სტანდარტებით მართვა საქართველოს მიერ ევროკავშირთან დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ვალდებულებაა. ამ ვალდებულების შესრულებაზე რამდენიმე უწყებაა პასუხისმგებელი, მათ შორის, ადგილობრივი თვითმმართველობა, რომელიც ამ პრობლემას ვერ უმკლავდება. შესაბამისად, ე. წ. სტიქიურ ნაგავსაყრელებს ბევრ ადგილზე შეხვდებით.

განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა ლანჩხუთში, სადაც მუნიციპალური ნაგავსაყრელი ნაგავს ვეღარ იტევს. როგორ ირკვევა, ლანჩხუთში ნაგვის მანქანების და ურნების პრობლემაცაა, რომლის მოგვარებას ადგილობრივი ხელისუფლება ცენტრისგან ელოდება.

სპეციალისტების დასკვნის მიხედვით, სტანდარტებთან მიახლოებულია მუნიციპალური ნაგავსაყრელი ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, თუმცა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში არსებობს სოფლები, სადაც ნაგვის ურნებიც კი არ დგას და შესაბამისად მოსახლეობა სტიქიურ ნაგავსაყრელებს ქმნის.

სტიქიური ნაგავსაყრელების სიმრავლეა ჩოხატაურშიც _ უმეტეს სოფლებში ნაგვის ურნების არ არსებობის გამო დაბინძურებულია საუბნო და ცენტრალური გზები, მდინარეები, სადაც ინერტული მასალაც კი იყრება.

ურნების დადგმას და დამატებას ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას დიდი ხანია პირდება, თუმცა, ჯერჯერობით,უშედეგოდ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურში ამბობენ, რომ ნაგვის გამოტანა მხოლოდ იმ სოფლებიდან ხდება, სადაც ნაგვის ურნები დგას _ მარტივად რომ ვთქვათ, სუფთავდება მხოლოდ დაბა ჩოხატაური და მასთან ახლო მდებარე სოფლები.

უნდა ითქვას ისიც, რომ ამ ყველაფერთან ერთად, პრობლემას საზოგადოების ცნობიერების დაბალი დონეც ქმნის _ ქუჩაში, მდინარეში, ბუნებაში ნაგვის დაყრა რომ არ შეიძლება, ეს ჯერ კიდევ ვერ გაგვიგია და გვავიწყდება, რომ ნაგვის თვალთახედვიდან მოშორება არ ნიშნავს მის გაქრობას.

მუნიციპალური მყარი ნარჩენების მართვის ეფექტიანობის აუდიტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2015 წელს ჩაატარა. რა წერია დასკვნაში, გაითვალისწინეს თუ არა უწყების რეკომენდაციები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, არსებობს თუ არა მყარი ნარჩენების მართვის სტრატეგია, ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე “გურია ნიუსის” ყოველთვიურ გადაცემაში “არჩევანი _ მე” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ზაალ მამალაძემ ისაუბრა:

_ ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი თემაა არა მარტო ჩვენი რაიონისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის. ფაქტობრივად, რაც უფრო ვითარდება ქვეყანა, რაც უფრო წინ მიდის, მატულობს მყარი ნარჩენები. მაგალითად, აშშ-ს სიახლოვეს, წყნარ ოკეანეში არის მყარი ნარჩენებისგან შემდგარი კუნძული, რომელიც თითქმის უკრაინის ტერიტორიის ტოლია. ამით იმის თქმა მსურს, რომ ეს პრობლემა მხოლოდ საქართველოში არ დგას. იგი მსოფლიოს აწუხებს და ამიტომ დადგა საკითხი, რომ საქართველოშიც მოხდეს მყარი ნარჩენების ეფექტური მართვა. ეს გამოიწვია იმ მდგომარეობამაც, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდა. ასევე, ეს თემა ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ვიზალიბერალიზაციის კუთხით, არამედ იმ პროექტების კუთხითაც, რომლითაც უნდა შევუერთდეთ ევროკავშირს. მათი დაფინანსებით, ხშირ შემთხვევაში ხდება ახალი პროექტების გახორციელება და ასეთი ბევრი მაგალითი გვაქვს. ბევრიდან ერთ-ერთი საქართველოში ნარჩენების მართვის სისტემის ჩამოყალიბება ახლა იდგამს ფეხს, _ აღნიშნა გადაცემაში სტუმრობისას ზაალ მამალაძემ.

_ ბატონო ზაალ, თუ შეგიძლიათ, დაზუსტებით გვითხრათ, რამდენ სოფელს ემსახურება დასუფთავების სამსახური ჩოხატაურში და რამდენი სოფელია დარჩენილი ამ უმნიშვნელოვანესი მომსახურების გარეშე?

 _ ძირითადად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, ამ მდგომარეობით, ემსახურება დაბას და რამდენიმე მიმდებარე სოფელს. ასევე, ბახმაროს ზაფხულის პერიოდში. ამის მიზეზი ძალიან მცირე რესურსია. მათ შორის, ურნების პრობლემაც დგას.

_ გასულ წელს, ჩვენს გადაცემაში სტუმრობისას მუნიციპალიტეტის გამგებელმა პირობა დადო, რომ ურნების შესაძენი თანხა 2017 წლის ბიუჯეტში იქნებოდა გამოყოფილი. ეს იყო მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების მოთხოვნა. გაითვალისწინეთ ბიუჯეტის მიღებისას მოსახლეობის აზრი?

_ პირველ რიგში, მინდა განვმარტო, რომ მოძველებული ურნებისა და ტექნიკის პირობებში, რთულია განახორციელო რაიმე სერვისი, რადგან იყო შემთხვევები, როცა ტექნიკა მწყობრიდან გამოდიოდა. ამიტომ ვახერხებდით იმ სოფლების ათვისებას, სადაც ურნები იდგა _ ზემო ფარცხმა, შუა ფარცხმა, ჯვარცხმა, გუთური, გოგოლესუბანი. გეთანხმებით, რომ ურნები არ არის საკმარისი, მაგრამ არის ის, რის საშუალებაც ჰქონდა ბიუჯეტს. ჩვენ, ასევე, დიდი პრობლემის წინაშე ვიდექით ზაფხულში ბახმაროს ტურისტულ სეზონზე. ჩვენი ურნები დაბასაც კი არ ყოფნიდა, არათუ ბახმაროს. თუმცა, მეგობრების დახმარებით ეს პრობლემა მოვაგვარეთ; ოზურგეთის მუნიციპალიტეტიდან ნაგავმზიდი ვითხოვეთ და საჭირო ურნებიც მოვაგროვეთ. ფოთის მერიის, ქუთაისის მერიის, ოზურგეთის მერიის და მუნიციპალიტეტის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის დახმარებით ეს პრობლემა მოვაგვარეთ და მინდა “გურია ნიუსის” მადლობა გადავუხადო მათ.

2017 წელს უკეთესი სიტუაცია გვექნება _ სახელმწიფოს დახმარებით, უკვე მივიღეთ სამი მანქანა სესხის ფორმით, რომელიც მუნიციპალიტეტისთვის ძალიან საჭირო იყო. “მერსედესის” მარკის, 13 კუბური მეტრი ტევადობის ორი ნაგავმზიდია საკმაოდ მაღალი ხარისხის და ერთი ორხიდიანი 8-კუბიანი ტევადობის, რომელიც ბახმაროსთვის იქნება და არა მარტო ბახმაროსთვის. მე მახსენდება თქვენი სიუჟეტი წინა წელს, როდესაც დიდთოვლობა გვქონდა და ურნები გადავსებული იყო. ეს არ იყო დასუფთავების სამსახურის ბრალია _ ჩვენ არ გვყავდა მანქანები, რომლებიც თოვლში იმოძრავებდა. ეს პრობლემა, როგორც უკვე აღვნიშნე, მოგვარდა. გარდა ამისა, სახელმწიფომ უნდა მოგვცეს 100 ცალი, 4-კუბიანი, სტანდარტების შესაბამისი ურნა.

_ ეს ყველაფერი სამყოფი იქნება მუნიციპალიტეტისთვის?

_ სამყოფი არ იქნება, მაგრამ ამ ეტაპზე გაცილებით უკეთეს სერვისს შევთავაზებთ მოსახლეობას.

_ ფინანსური კრიზისის და დაანონსებული შემცირებების ფონზე, ამ ყველაფრის გათვალისწინებით კომუნალურ სამსახურს, რომელსაც მეტი სამუშაოს გაწევა მოუწევს, დაფინანსება გაეზრდება?

_ “სხივის” ბიუჯეტი იყო და დარჩა 400 000 ლარი. ეს საკმარისია, რადგან გამოყოფილი თანხის საკმაოდ დიდი წილი ძველი ავტომანქანების რემონტზე იხარჯებოდა. წელს, ეს ხარჯი მოგვაკლდება. ასევე, შემცირდება საწვავის ხარჯიც, რადგან, როგორც გითხარით, ავტომანქანები ახლებია და დიდი ტევადობის, რაც იმას ნიშნავს, რომ ნაგავსაყრელზე რამდენიმე გზის გაკეთება არ მოუწევთ.

_ საკრებულოს თავმჯდომარე ბრძანდებით და საინტერესოა, თუ გადაგიმოწმებიათ ის სოფლები, სადაც ურნები დგას, რამდენად სწორად არის განაწილებული, რა ურჩევნია მოსახლეობას… ამას ერთი კონკრეტული სოფლის _ ბუკისციხის მაგალითზე გეუბნებით, სადაც გადამოწმებისას გავარკვიეთ, რომ ორი ნაგვის ურნა დგას, ისიც არა დასახლებულ პუნქტთან არამედ, ე. წ. “გურისტბაზე” _ ერთი ხიდის თავში, მეორე ბოლოში, რაც მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს… აღარაფერს ვამბობ იმ სოფლებზე, სადაც ურნები არ დგას.

_ “გურისტბაზე” ნაგვის ურნების დადგმა ზაფხულში გადაწყდა. ის ადგილი ორ სოფელს აკავშირებს და დამსვენებელიც სტუმრობს. 2016 წელს იქ ინფრასტრუქტურა მოეწყო, გალამაზდა და დამსვენებლის რაოდენობამაც იმატა. ამის გათვალისწინებით დაიდგა ორი ურნა. დღეს რა ხდება, არ ვიცი და აუცილებლად გადავამოწმებ, _ აღნიშნა მამალაძემ.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, საკრებულოს და გამგეობის მთავარი ამოცანა ამ მიმართულებით სწორი სტრატეგიის შემუშავება და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაა:

_ ძალიან ხშირად მყარი ნარჩენები შედგება ისეთი ნარჩენებისგან, რომლებიც შეიძლება განახლებადი იყოს. ამიტომ, ის, რაც არის აღდგენადი, რის გადამუშავებაც და მეორადი გამოყენება შეიძლება, დამატებით შემოსავალს იძლევა. შესაბამისად, ამ სფეროში იმავე თანხის ჩადება მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ურნებიც ვიყიდოთ და ტექნიკაც. სწორედ ამ მიმართულებაზე ვმუშაობთ ახლა.

_ წინასაარჩევნო კამპანიის დროს ჩვენ წავიკითხეთ ლანჩხუთისა და ჩოხატაურის დეპუტატის ნინო წილოსანის სამომავლო გეგმები, სადაც იყო ასეთი ჩანაწერი: “ჩოხატაურს 2017 წელს ექნება მოწესრიგებული ნაგავსაყრელი”. თქვენი აზრით, ეს იმას ნიშნავს, რომ დეპუტატობის კანდიდატს არ ჰქონდა ინფორმაცია ჩოხატაურში არსებული ნაგავსაყრელის შესახებ, რომლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის საკმაოდ დიდი თანხა დაიხარჯა გასულ წელს თუ იმას, რომ კიდევ უნდა გამოიყოს თანხა და ნაგავსაყრელი მოექცეს ევროპულ სტანდარტებში?

_ 200 000 ლარი დაიხარჯა ნაგავსაყრელის და მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგებაზე. გაკეთდა ის, რის საშუალებაც იყო ამ თანხით. გეთანხმებით, რომ სტანდარტების შესაბამისი არ არის, მაგრამ მთავარი პრობლემა მოგვარებულია. 2017 წელს ვაპირებთ ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარებასაც. ზოგადად, მდინარის ნაპირზე ნაგავსაყრელის განთავსება დიდი პრობლემას წარმოადგენს და ამაზეც ვმუშაობთ. ასევე, აუცილებელია მოსახლეობის განათლება და ჩართულობა _ ყველამ უნდა იცოდეს შეგროვების პრინციპი.

_ სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში, რომელიც მყარი ნარჩენების მართვას ეხება, საკმაოდ ბევრი რეკომენდაციებია მუნიციპალიტეტებისთვის. ერთ-ერთ მნიშვნელოვან პუნქტად გამოყოფილია დასუფთავების მოსაკრებელი არარსებობა…

_ 2016 წელს, ამ მიმართულებიდან მიღებულმა შემოსავალმა მხოლოდ 7 000 ლარი შეადგინა. ეს თანხა იურიდიული პირებისგან შემოვიდა. იმის მიზეზი, რომ თანხა მცირეა და ყველა არ იხდის, არასრული სერვისია. ამ ყველაფრის გასწორებას შეეცდება ის ჯგუფი, რომელიც საკრებულოს იურისტებთან ერთად, მყარი ნარჩენების მართვის მუნიციპალიტეტის სტრატეგიაზე აქტიურად მუშაობს. გარდა ამისა, როდესაც ახალი მანქანები დაიწყებენ მოძრაობას, როცა დამატებითი ურნები დაიდგმება და მოსახლეობას ქუჩის ერთი თავიდან მეორეში ხელით არ მოუწევს ნაგვის ტარება, ბუნებრივია, მოსაკრებელიც დაწესდება. მუნიციპალიტეტს საშუალება არ აქვს რომ ყველაფერს ერთად გაართვას თავი _ ნაგავმზიდი მანქანების შეძენის სესხი გადასახდელია, ახალი ურნები შესაძენია. ამიტომ, ყველამ ერთად უნდა მოვახერხოთ და სწორი მართვა გავახორციელოთ ამ სფეროში. წინააღმდეგ შემთხვევაში, კიდევ დიდხანს ვიქნებით იმ ადგილზე, სადაც დღეს ვართ.

_ ბატონო ზაალ, მუნიციპალიტეტს აქვს თუ არა ზუსტი სურათი, სად არის სტიქიური ნაგავსაყრელები, როგორ ხდება სოფლებში ნაგვის შეგროვება და ა. შ.?

_ სამუშაო ჯგუფი, რომელიც ვახსენე და რომელსაც ლელა მდინარაძე ხელმძღვანელობს, შემთხვევით არ არის შერჩეული. მათ აქვთ რამდენიმე კვლევა ჩატარებული და ფაქტობრივად, გვაქვს რუკა, სადაც აღნიშნულია, თუ სად არის ახალი ურნების განთავსება საჭირო, სად რა მდგომარეობაა…

_ ეს ყველაფერი ეხება თუ არა სამშენებლო ნარჩენებს, რომლის სიუხვითაც გამოირჩევა ჩოხატაური… მაგალითად, დაბის ცენტრში, ხელოვნების სასახლის უკან, დღესაც ყრია სამშენებლო ნარჩენები.

_ კი, ეს სამშენებლო ნარჩენებსაც ეხება. აქვე იმასაც გეტყვით, რომ გაცილებით უკეთესი მდგომარეობა გვაქვს სამედიცინო ნარჩენების კუთხით. არსებობს კომპანია, რომელიც კლინიკებს თვეში ორჯერ სტუმრობს და სამედიცინო ნარჩენები მიაქვთ. ზოგადად კი, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ თემაზე მუშაობა აქტიურადაა დაწყებული და საკითხზე ხმამაღლა ვსაუბრობთ. ამ მიდგომით აუცილებლად მივაღწევთ იმ შედეგს, რომ შევუერთდებით ევროკავშირის ამ პროექტებს, მათ მოთხოვნებს, მით უმეტეს, რომ სახელმწიფომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ბოლო დროს და იმედი მაქვს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტშიც გამოსწორდება ყველაფერი, _ აღნიშნა გადაცემაში სტუმრობისას ზაალ მამალაძემ.

ამავე გადაცემიდან, ჩვენს მაყურებელს შესაძლებლობა აქვს, გაიგოს, რა მდგომარეობაშია ქვეყანაში მოქმედი 53 ნაგავსაყრელი და რა გეგმები აქვს საქართველოს ნარჩენების მართვის კომპანიას. ამ საკითხზე “გურია ნიუსის” ჟურნალისტებს კომპანიის დირექტორი გიორგი შუხოშვილი ესაუბრა, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მთავარმა სახელმწიფო ინსპექტორმა ნელი კორკოტაძემ კი უწყების სტრატეგიაზე ისაუბრა.

გადაცემის სრული ვერსიის ნახვა შეგიძლიათ აქ.

გადაცემა მომზადებულია პროექტის „საქართველოს მედიის ხელშეწყობა საქართველოში მიმდინარე რეფორმების დღის წესრიგის კომუნიკაციაში“ (M-GRA) ფარგლებში.

M-GRA პროექტი, რომელსაც IREX ახორციელებს, დაფინანსებულია კარგი მმართველობის ფონდის მიერ, ბრიტანეთის საელჩო, თბილისი.
გადაცემის შინაარსი მთლიანად მისი ავტორის პასუხისმგებლობაა და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება განიხილოს,
როგორც IREX-ისა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს პოზიციის გამოხატულება.
გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

მარატ კამბოლოვი: სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან სატრანზიტო გზისთვის მზად არ არის

12:24; 13 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

პროფესიული განათლების კრედიტები უმაღლეს სასწავლებლებში ჩაითვლება – მთავრობა ახალ საკანონმდებლო ინიციატივას ამზადებს

11:45; 13 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

ჯანდაცვის სამინისტრო: საქართველო B და C ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით ოქროს დონის საერთაშორისო აღიარებისთვის ემზადება

10:46; 13 სექტემბერი, 2026
მთავარი

 „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

22:22; 11 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

გიორგი ბარამიძეს 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება- რას აცხადებენ პროკურატურაში

19:31; 11 სექტემბერი, 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები კამპანია "ეს შენ გეხებას" წარმომადგენლებს შეხვდნენ

ძლიერი ქარი და ქარბუქი _ გარემოს ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს

ყველა სიახლე

საზოგადოება

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

20:37; 13.09.2026
საზოგადოება

შეკვეთილის პლაჟზე ახალგაზრდა ქალი დაშავდა — ადგილზე სამაშველო და საპატრულო ეკიპაჟები არიან მობილიზებული

18:58; 13.09.2026
მსოფლიო

ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

18:13; 13.09.2026
სამართალი

ავარია რუსთავში: ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა

17:34; 13.09.2026
ფეისბუქსტატუსები

სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

16:28; 13.09.2026
მთავარი

ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

14:21; 13.09.2026
ფეისბუქსტატუსები

ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

13:21; 13.09.2026
პოლიტიკა

მარატ კამბოლოვი: სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან სატრანზიტო გზისთვის მზად არ არის

12:24; 13.09.2026
პოლიტიკა

პროფესიული განათლების კრედიტები უმაღლეს სასწავლებლებში ჩაითვლება – მთავრობა ახალ საკანონმდებლო ინიციატივას ამზადებს

11:45; 13.09.2026
სამართალი

პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია სამი მოქალაქე

11:25; 13.09.2026
სამართალი

საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 2 პირი

11:02; 13.09.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

10:57; 13.09.2026
პოლიტიკა

ჯანდაცვის სამინისტრო: საქართველო B და C ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით ოქროს დონის საერთაშორისო აღიარებისთვის ემზადება

10:46; 13.09.2026
სამართალი

მრავალსართულიანი კორპუსის აივნის მოაჯირი ჩამოინგრა — დაღუპულია ერთი ადამიანი

10:13; 13.09.2026
მსოფლიო

ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

10:01; 13.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

16:28; 13.09.2026
0

ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

13:21; 13.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო