ჟურნალისტის განცხადებით, ეს ის ჯგუფი იყო, რომელიც „ინფო-9-ს“ ჟურნალისტს, ეკატერინე დუგლაძეს დასდევდა და მუშაობის საშუალება არ აძლევდა.
ვასილ დაბრუნდაშვილი: „ეს ყველაფერი ხდებოდა პოლიციის შენობის წინ. პოლიციის თანამშრომლები უყურებდნენ ამ ყველაფერს, მაგრამ არანაირი რეაგირება არ მოუხდენიათ. ამის შემდეგ, გამოვიძახეთ საპატრულო პოლიცია და 2 ეკიპაჟი მოვიდა. მათ დაიწყეს სიტუაციის გარკვევა და ოქმის შედგენა, რაც გრძელდებოდა 2 საათის განმავლობაში.მოულოდნელად, ისე, რომ არანაირი ახსნა-განმარტება არ მოუცია, პატრულის ორივე ეკიპაჟმა დატოვა შემთხვევის ადგილი და ისე გაიქცა, რომ არც ოქმზე მოგვაწერინეს ხელი და საერთოდ, არც კი გაგვაცნეს. როცა ვკითხეთ, სად გარბიხართო, პასუხიც არ გაუციათ, _ განაცხადა ვასილ დაბრუნდაშვილმა „გურია ნიუსთან“ საუბრისას.