თბილისში პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს, დაჭრილია გოგოჭურის მეგობარიც, შემთხვევა ბალანჩივაძის ქუჩაზე წუხელ, გვიან ღამით მოხდა. დაჭრილები გადაყვანილია საავადმყოფოში.
სროლის შედეგად დაზიანებულია რიგითი მოქალაქეების ავტომანქანებიც. მოქალაქეებმი მოითხოვენ სასწრაფოდ დადგინდეს დამნაშავეთა ვინაობა და შემდეგ მოხდეს მათთვის ზარალის ანაზღაურება.
როგორც შს სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.