ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა და ორი დაშავდა. როგორც ცნობილი გახდა, გარდაცვლილთა შორის ერთ-ერთი სასულიერო პირია. შემთხვევა ხაშურში, სოფელ ალთან მოხდა.
შსს ინფორმაციით, მომხდარზე გ:ამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 4-7 წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3 წლამდე.