https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    იური ლომაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ალბანეთის სარეიტინგო სერიების ბრინჯაოს პრიზიორია!

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

    „ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

    ესაა, გული ამოგაგლიჯოს ვიღაცამ” – მაჩალიკაშვილი

    “მომიტევეთ, ბ–ნო ბიძინა, ერთი შენიშვნა უნდა შემოგბედოთ” – ჯანგირაშვილი

    “დაქირავებული მოზარეები” – გვარამია “ოცნების” სამძიმრის წერილზე

    “აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    წყალქვეშა ნავმა ირანული საბრძოლო ხომალდი ჩაძირა- 100-ზე მეტი ადამიანი დაიკარგა

    ისრაელის თავდაცვის მინისტრი: აიათოლა ალი ხამენეის ნებისმიერი შემცვლელი მიზანში იქნება ამოღებული

    “ცეცხლს წავუკიდებთ ნებისმიერ გემს…” – ირანის მუქარა

    ირანის რეჟიმის გარეშე მსოფლიო ცოტა უკეთესი გახდება – მერცი

    ისრაელის თავდაცვის ძალები – ირანზე თავდასხმების ახალი ტალღა დავიწყეთ

    აიათოლა ხამენეის მეუღლე თავდასხმის შედეგად მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა – რა დეტალები ხდება ცნობილი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

რა დავალებით გამოუშვეს გურიაში ახალი პროკურორი

18:01; 20.01.2011
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

გურია ნიუსის” წყაროს ინფორმაციით, პროკურატურამ იმ მიწების პრივატიზების კანონიერების შესწავლა დაიწყო, რომელიც ლეგალიცაზიის კომისიის მიერ არის გაცემული 2007-2010 წლებში. საქმე მხოლოდ ბახმაროს მიწებს არ ეხება. ჩვენი ინფორმაციით, გურიის ახალი პროკურორი, კახა კოჩივარი პირადად  დაინტერესდა ყველა იმ მიწით, რომელიც სამივე მუნიციპალიტეტში ლეგალიზაციის კომისიამ გასცა. პროკურორის ინტერესის სფეროში 2 ჰექტარზე მეტი მიწის მფლობელები მოექცნენ, განურჩევლად მიწის ადგილმდებარეობისა. წყაროს ცნობით, კოჩივარმა მიწის მფლობელები უნდა აიძულოს, რომ თუნდაც კანონიერად დაკავებული მიწები სახელმწიფოს საკუთარი ნებით” გადასცენ. შესაძლოა, ეს ყველაფერი პრეზიდენტის ახალ ინიციატივას უკავშირდებოდეს, რომელმაც საჯარო შეხვედრაზე განაცხადა, რომ დაუმუშავებელ მიწებს მფლობელებს ჩამოართმევენ.
_ კოჩივარი ახალგაზრდა კადრია და ბუნებრივია, მას ხელმძღვანელებთან თავის გამოჩენა უნდა. ალბათ ამიტომაცაა, რომ პროკურატურაში დღის განმავლობაში უამრავ ადამიანს იბარებენ და აიძულებენ მიწები ჩააბარონ. საქმე ეხება იმ პირებს, რომლებსაც კომისიის მიერ 2 ჰექტარზე მეტი მიწა აქვთ დაკანონებული. უნდა ითქვას ისიც, რომ მიწები ყოველგვარი კანონის დაცვით არის პრივატიზებული, თუმცა, პროკურატურას ეს კანონიერება სულ არ ადარდებს, _ გვითხრა წყარომ.
ეს სიტუაცია კარგად ჰგავს ყოფილი პროკურორის, ილია ჯალაღანიას გურიაში ჩამოსვლას, რომელიც სულ რამდენიმე დღის დანიშნული იყო, როცა რაიკავშირის ხელმძღვანელები დაიბარა და ქონება სახელმწიფოსთვის “აჩუქებინა”. კოჩივარის დავალება კი, როგორც ირკვევა, მიწებს ეხება. დაუდასტურებელი ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, სახელმწიფოს Мნებაყოფლობით” მიწა 13-მა ადამიანმა გადასცა, რაც რამდენიმე ასეულ ჰექტარს შეადგენს.
_ ყველა ამ პიროვნებამ განცხადება მიწის ჩაბარების შესახებ მას შემდეგ დაწერა, რაც კოჩივარის კაბინეტში რამდენიმე საათი გაატარა, _ აღნიშნა ჩვენმა წყარომ.
მოპოვებული ინფორმაციით, ირკვევა რომ კოჩივარი მიწის მფლობელებთან ნაჩუქრობის თუ მიტოვების განცხადების დასაწერად სხვადასხვა ხერხს იყენებს და ზოგთან მუქარასაც არ ერიდება:
_ ერთ ადამიანს, რომელსაც რამდენიმე ათეული ჰექტარი სრულიად კანონიერად ჰქონდა დაკანონებული, მას შემდეგ “აჩუქებინეს”, რაც შვილის ციხეში გაშვებით დაემუქრნენ, _ ამბობს ჩვენი წყარო.
ახსნა-განმარტების გარეშე გადასცეს სახელმწიფოს მიწა გია და თამაზ ურიდიებმა, რომლებსაც ლეგალიზაციის კომისიის მიერ, ყოველგვარი კანონის დაცვით ჰქონდათ დაკანონებული მიწის ნაკვეთები. თამაზ ურიდია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია, ხოლო გია ურიდია პოლიციის მაღალჩინოსანი გახლდათ. როგორც გვითხრეს, სოფელ ახალშენში დაკანონებული მიწის ჩაბარება ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატის, კორნელ კუკულავას ბიძაშვილებს _ გური და ვაჟა კუკულავებსაც მოსთხოვეს.
_ დამიბარეს და მითხრეს, რომ თუ დამუშავებული არ მქონდა მიწა, ჩამებარებინა. ვუთხარი, რომ მოსულიყვნენ და შეემოწმებინათ _ მიწას წლებია ვამუშავებ, ხეხილი, თხილი გავაშენე და რატომ უნდა ჩავაბარო,-მეთქი?! მერე არ მოსულან და არ შევუწუხებივართ, _ გვითხრა ვაჟა კუკულავამ. 
დეპუტატი კუკულავა ამბობს რომ ამ თემის შესახებ Мყურმოკვრით” იცის:

_ ბატონო კორნელი, ჩვენი ინფორმაციით თქვენს ბიძაშვილებს მიწებს აბარებინებენ, მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტაცია წესრიგში აქვთ.
_ არ ვიცი არაფერი ამის შესახებ.
_ პროკურატურაში რომ დაიბარეს და მიწების ჩაბარება რომ მოსთხოვეს, არ იცით?!
_ არ უთქვამთ და საიდან მეცოდინება?
_ და ვის უნდა ეთქვა?
_ ჩემი ბიძაშვილები ამ თემაზე მე არ მელაპარაკებიან და ამიტომ, ყურმოკვრით” ვიცი რაც ხდება, _ აღნიშნა კუკულავამ.
დეპუტატისგან განსხვავებით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დაზუსტებით იციან, რომ პროკურატურა ხალხს კანონიერად დაკანონებულ მიწებს უკანონოდ აბარებინებს. იციან, თუმცა ამ საკითხზე დუმილს ამჯობინებენ, რადგან სწორედ ამ დაწესებულებაში გაკეთდა უამრავი უკანონო დოკუმენტი და ახლა კანონიერსაც კი ეჭვის თვალით უყურებენ.
არსებობს ინფორმაცია, რომ  თავის დროზე დოკუმენტაციები გამიზნულად შედგა არასწორად, რადგან ამ სპექტაკლის “დამდგმელ რეჟისორს” შორს მიმავალი გეგმები ჰქონდა:
_ ამ ქვეყანაში დაუგეგმავად არაფერი ხდება. კორუფციის Мაღმოფხვრაც” კი. როცა ეს სცენარი იწერებოდა, თავიდანვე იყო გათვლილი, რომ დოკუმენტს ხარვეზი უნდა ჰქონოდა. რატომ ეგონათ ადამიანებს, რომ სახელმწიფო რამეს აჩუქებდა, ძალიან მიკვირს. როცა მიწების დაკანონების ბრძანებას მოაწერა ხელი სააკაშვილმა და მიწა გააუფასურა, ნათელი გახდა, რომ მას და მის გუნდს დიდი გეგმები ჰქონდათ. ფაქტი ნათელია: ორი წლის წინ ნაყიდ მიწებს ხალხს ზედ დამაგრებული ქონებით ართმევენ, მერე რომ უფრო ძვირად გაყიდონ. ნახევარი ბახმარო უკვე სახელმწიფოსია. იგივე მდგომარეობაა გრიგოლეთის, ურეკისა და შეკვეთილის მიწებზეც. ძალიან მალე, მთელი გურიის და დანარჩენი საქართველოს მიწების 80% სახელმწიფოს კუთვნილებაში გადავა და ჩვენ რამდენიც არ უნდა ვიყვიროთ, ვეღარაფერს გავხდებით. თანამდებობის პირებს რომ მიწა ჩააბარებინეს, იცით, რა უთხრეს? კაი ტიპები რომ იყავით და თანამდებობები გეჭირათ, თავის დროზე უკანონოდ რატომ გქონდათ მიწა მისაკუთრებულიო. არავინ დაკვირვებია პრეზიდენტის ბრძანებას _ მიწა იმ ადამიანებს დაუკანონდათ, რომლებსაც გარკვეულ წლებში უკანონოდ ჰქონდათ მისაკუთრებული. ეს თავიდანვე ცხადჰყოფდა, რომ რაღაც მოხდებოდა. ორი დღის მოსულმა, ვისზეც კი ხელი მიუწვდებოდა ქონება ჩამოართვა და გლეხს რატომ აჩუქებდა?! _ თქვა ჩვენთან საუბრისას წყარომ.
მისივე თქმით, მიწის ლეგალიზაციის კომისიის თავმჯდომარე შოთა სირაძეც, რომელიც ახლა ძებნაშია, მითითებული გეგმით მოქმედებდა:
_ ახლა ყველა ხელს მისკენ იშვერს იმიტომ, რომ მას პასუხის გაცემა არ შეუძლია. როგორ ფიქრობთ, შოთა ამ ყველაფერს მარტო აკეთებდა და მას ვინმე მითითებებს არ აძლევდა?! სხვათა შორის თქვენი გაზეთიდან მახსოვს _ სირაძე ამბობდა, რომ მისი კანდიდატურა გუბერნატორთან იყო შეთანხმებული. კაცი დანიშვნამდე გუბერნატორთან გადიოდა კონსულტაციებს, მის დანიშვნას უშუალოდ გუბერნატორი დაესწრო და უნდათ დაგვაჯერონ, რომ არავინ არაფერი იცოდა?! ალბათ, მკითხავთ _ თუ ყველაფერი გათვლილი იყო, რატომ გაახმაურეს ეს ამბავიო, იმიტომ, რომ მათ ყოველთვის სჭირდებათ დევნის საბაბი; სხვაგან სხვა შოთა გამოჩნდება. არ იფიქროთ, რომ მსგავსი მდგომარეობა სხვა რაიონებში და რეგიონებში არ არის. გაითვალისწინეთ ისიც, რომ ქვეყანაში სახელისუფლებო ომია. თანამდებობის პირები და მათი ქვემდებარე უწყებები ერთმანეთს ძირს უთხრიან. ამიტომ, მსგავსად გახსნილი დანაშაულობები არ უნდა გაგვიკვირდეს. ალბათ, მოვა დრო და სიმართლეს ფარდა აეხდება, თუმცა, ეჭვი მეპარება, რომ ეს ამ ხელისუფლების პირობებში მოხდეს, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ამ საქმეების ერთ-ერთმა მონაწილემ.
ჩოხატაურის ლეგალიზაციის კომისიის მიერ გამოცემულ 2008 წლის 3 მარტისა (ოქმი #5 _ ამ ოქმით მიწა 18 ადამიანს დაუკანონდა) და 10 აპრილის ოქმებში (#8, ოქმის მიხედვით, მიწა დაკანონებული აქვს 13 ადამიანს) მთავარი მომხსენებელი მუნიციპალიტეტის (მაშინდელი რაიონის) მთავარი არქიტექტორი ზურაბ ბერძენიშვილია, თუმცა არც ერთ ოქმზე ბერძენიშვილის ხელმოწერა არ არის. ბერძენიშვილი დღეს ამ ფაქტს ვერ ხსნის და ამბობს, რომ კომისიაში Мშეიძლება ისე შეიყვანეს”. 
_ ბატონო ზურაბ, ამ ოქმებში მთავარი მომხსენებელი თქვენ ხართ, აზრიც გამოგითქვამთ, თუმცა, ზედ ხელმოწერა არ გაქვთ გაკეთებული…
_ არ ვიცი. ეგ შეიძლება ის პერიოდია, როცა მე სამსახურიდან წამოვედი.
_ თუ არ მუშაობდით, თქვენი აზრი ოქმში როგორ არის დაფიქსირებული?
_ შეიძლება ისე შემიყვანეს. ვერ გეტყვით…
_ რას ნიშნავს შეიძლება? თან 2008 წლის მარტში და აპრილში თქვენ რაიონის არქიტექტორად მუშაობდით.
_ შეიძლება, სანამ კომისია შეიცვლებოდა ის მომენტია, მე რომ წამოვედი.
_ წამოსული კაცი რანაირად აღმოჩნდით ოფიციალურ დოკუმენტში? თან გადავამოწმე და ამ პერიოდში თქვენ მუშაობდით.
_ არ ვიცი. ალბათ, რაღაც ჩაიდო(?!).
_ ეს დოკუმენტები სადავო მიწებს ეხება. ამ დოკუმენტებს ახლა პროკურატურა სწავლობს და ამ დოკუმენტების დამსახურებით ხალხს მიწებს ართმევენ.
_ ეს სირაძის კომისიის დოკუმენტებია და გამოძიება მას სწორედ ამას ედავება, რომ სრულყოფილი დოკუმენტები არ არსებობს.
_ მაგრამ ეს დოკუმენტაცია სხვებისგან განსხვავებით სრულია, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ თქვენი ხელმოწერა არ არის.
_ არ ვიცი, ხელმოწერა არ არის ჩემი და რა გითხრათ, _ გვითხრა ბერძენიშვილმა.
ოქმების შესახებ ოფიციალური კომენტარის გაკეთება აღნიშნული კომისიის არც ერთ წევრს არ სურს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები ბოლო დროს პროკურატურის ხშირი სტუმრები გახდნენ.
გურიის მთავარი პროკურორი კახა კოჩივარი მიმდინარე მოვლენებზე კომენტარს არ აკეთებს.
_ ბატონო კახა, ჩვენი ინფორმაციით, თქვენ ადამიანებს იბარებთ და მიწების ჩაბარებას აიძულებთ. გვითხრეს, რომ ასეთი დავალება გაქვთ…
_ არ ვიცი.
_ რა არ იცით, თქვენგან გამოსული ადამიანები რომ მიწებს აბარებენ? _ ამ კითხვაზე კოჩივარმა პასუხის გაცემა არ ისურვა და ტელეფონი გაგვითიშა.
მკითხველს ვურჩვეთ, ამ გვერდზე, ქვემოთ განთავსებულიმ სტატია _ წაიკითხოს _ იქნებ, სწორედ ხელისუფლების მიერ ჩამოყვანილი ინვესტორების ინტერესების გამო აბარებინებენ მიწებს მფლობელებს?

გაზიარება2Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

"დაღუპული შვილის ექსპერტიზის საფასური მე გადამახდევინეს"

2005 წლის 20 მაისს გამართული აუქციონის უცნობი დეტალები

ყველა სიახლე

საზოგადოება

სამართალდამრღვევი გარემოსდაცვითი დეპარტამენტის თანამშრომლებს დაემუქრა- რა ინფორმაცია ვრცელდება

15:42; 4.03.2026
პოლიტიკა

პარლამენტმა „სააქციო საზოგადოების − საქართველოს განვითარების ფონდის შესახებ” საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადებას მხარი დაუჭირა

15:28; 4.03.2026
პოლიტიკა

პარლამენტმა „იურიდიული დახმარების შესახებ” კანონში ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო

15:26; 4.03.2026
პოლიტიკა

კობახიძე: ფაშინიანთან შეხვედრაზე ხაზი გავუსვით რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას

15:18; 4.03.2026
პოლიტიკა

საკანონმდებლო ორგანომ „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

15:10; 4.03.2026
მსოფლიო

წყალქვეშა ნავმა ირანული საბრძოლო ხომალდი ჩაძირა- 100-ზე მეტი ადამიანი დაიკარგა

14:49; 4.03.2026
პოლიტიკა

პარლამენტმა ცვლილებები დაამტკიცა – გრანტების მიღებასა და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებული წესები კიდევ უფრო მკაცრდება

14:43; 4.03.2026
საზოგადოება

ვის ჩაერიცხა მერიისგან 10 000 ლარი

13:20; 4.03.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში

13:03; 4.03.2026
მსოფლიო

ისრაელის თავდაცვის მინისტრი: აიათოლა ალი ხამენეის ნებისმიერი შემცვლელი მიზანში იქნება ამოღებული

12:25; 4.03.2026
მსოფლიო

“ცეცხლს წავუკიდებთ ნებისმიერ გემს…” – ირანის მუქარა

11:45; 4.03.2026
ფეისბუქსტატუსები

“ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

11:35; 4.03.2026
საზოგადოება

ბავშვმა მშობელი თავის ჭკუაზე არ უნდა ატრიალოს _ რას გვირჩევს ფსიქოლოგი

11:30; 4.03.2026
პოლიტიკა

აშშ-ის სამხედრო ძალებმა 17 ირანული გემი, მათ შორის წყალქვეშა ნავი გაანადგურეს – აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაური

11:22; 4.03.2026
სამართალი

შსს: აფხაზეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს – დაკავებულია ერთი პირი

10:28; 4.03.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

11:35; 4.03.2026
0

„ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

15:29; 3.03.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო