საქართველოსა და თურქმენეთს შორის მიღწეულია შეთანხმება. 1,5 მლნ ტონა თურქმენული ნავთობის ტრანზიტი საქართველოს სარკინიგზო დერეფნის გავლით მოხდება საქართველოს ბიუჯეტი წელიწადში დაახლოებით 60 მლნ ლარით შეივსება, _ ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით:
"ორ ქვეყანას შორის დადებული შეთანხმება სამწლიანია. შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიის გავლით 4,5 მლნ ტონა ტვირთი გატარდება
► 2007-2008 წლებში, საქართველოს ტერიტორიის გავლით, თურქმენეთიდან დაახლოებით 200 ათასი ტონა ნავთობი გადაიზიდებოდა
► 2013 წლიდან, საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელობა, მთავრობის წევრების უშუალო ჩართულობით, აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა თურქმენეთიდან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების საქართველოს დერეფანში დაბრუნების თაობაზე
► 7 წლის შემდეგ, თურქმენული ტვირთი საქართველოს დერეფანს დაუბრუნდა – 2015 წლის პირველი წარმატებული საცდელი პარტიის შემდეგ, 2016 წელს, კომპანია კასპიან ტრანზიტის მეშვეობით, საქართველოს ტერიტორიაზე 1,3 ტონა თურქმენული ნავთობი გადაიზიდა", _ აღნიშნულია მთავრობის განცხადებაში.