ნათელა ჯინჭარაძე, ოზურგეთი:
_ რა უნდა გითხრათ, მიზეზი რა ვიცი?! მე ვიცი, რომ ხალხს ძალიან უჭირს, ლუკმა-პურს ეძებს და ვერ შოულობს. ძალიან გაჭირდა ცხოვრება.
დარეჯან დავითულიანი, ოზურგეთი:
_ საშინელ მდგომარეობაში ვართ, გვიჭირს, ქუჩაში ვდგავართ პურის ფულისთვის. ყველაფერი გაძვირდა. მთავრობას, როგორც ჩანს, სულ არ ადარდებს გაჭირვებული ხალხი. ვის დავაბრალოთ, ან ჩვენ რა ვიცით, რა არის მიზეზი?!
ვიტალი დიასენკო, ოზურგეთი:
_ მთავრობის ბრალია, აბა, ვისი იქნება?! გაუფასურების მიზეზი მძიმე სოციალურ ეკონომიკური ფონია.
მაყვალა დავითაძე, ოზურგეთი:
_ ხალხი გამწარებულია. ვინ იცის, რა არის ლარის გაუფასურების მიზეზი? ჩვენ, უბრალო ხალხს, ვინც ქუჩაში ვდგავართ, ვინ გვეტყვის რამეს? ვისაც სესხი აქვს ბანკში, იმ საცოდავმა ხალხმა რა ქნას?!
ლია ძნელაძე, ჩოხატაური:
_ მთავრობის არასწორ პოლიტიკას.
ნანა კუტუბიძე, ჩოხატაური:
_ ყველაფერი გაძვირდა და ამ ყველაფრის მიზეზი ლარის გაუფასურებაა.
ზაურ მეგრელიძე, ჩოხატაური:
_ რა ვიცი, მე რა უნდა გითხრათ?!
თამარ მეფარიშვილი, ჩოხატაური:
_ არ ვიცი, რას დავაბრალო. ვერ გეტყვით.
აბესალომ კალანდაძე, ჩოხატაური:
_ მთავრობის ფულების ფლანგვას, პრემიებს და ბენზინს. რად უნდა ბენზინი მთავრობას _ თავისი ცოლ-შვილი რომ ატაროს?!
თამაზ ურუშაძე, ლანჩხუთი:
_ მიზეზები იმათ უნდა გაეანალიზებინათ თავის დროზე, ვისაც ევალება. მე ახლა რას ვფიქრობ, რა მნიშვნელობა აქვს?!
რატი ურუმაშვილი, ლანჩხუთი:
_ არ ვიცი.
თამარ შარაბიძე, ლანჩხუთი:
_ ალბათ, სხვადასხვა ფაქტორებია მიზეზი.
მზია ზენაიშვილი, ლანჩხუთი:
_ მიზეზი არ ვიცი. ვიცი, რომ ცხოვრება გაძნელდა.