საქართველოს პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა მისი ძმის, მიხეილ მგალობლიშვილის შესახებ, რომელიც სამართალდამცავებმა რამდენიმე დღის წინ დააკავეს და ბრალად სდებენ იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას, პირველ კომენტარს აკეთებს.
ჟურნალისტებთან საუბრისას მაკა ჩიჩუამ განაცხადა, რომ მისი ძმა კრიმინალი არ არის და იგი სამართლიანობას ენდობა:
”ვიცი, რომ ჩემი ძმა დილიდან საღამომდე ზის და ხატავს. არის მხატვარი და ძალიან უყვარს თავისი საქმე. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა და ყველა მიხვდება, რომ ეს ადამიანი კრიმინალი არ არის. მე ვენდობი სამართლიანობას”, _ განაცხადა მაკა ჩიჩუამ.