საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ესპანეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრს მარიანო რახოის შეხვდა. საუბარი ორმხრივი თანამშრომლობის სფეროებსა და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს შეეხო.
გიორგი კვირიკაშვილმა ესპანეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
საუბრისას, ყურადღება ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს დაეთმო. მხარეებმა აღნიშნეს, რომ ამ მიმართულებით ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის, კარგი საფუძველი არსებობს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მარიანო რახოის საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმა გააცნო.
საუბარი, ასევე, შეეხო ტურიზმის სფეროში ესპანეთის წარმატებული გამოცდილების გაზიარებისა და ერთობლივი პროექტების გახორციელების მნიშვნელობას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ესპანეთის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში, საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა.