უახლოეს მომავალში საქართველოში რაიმე სახის დასავლური სამხედრო ბაზების განთავსებას აბსოლუტურად გამორიცხავს სამხედრო მიმომხილვევლი გიორგი ინაური და აღნიშნავს, რომ დასავლეთს, განსაკუთრებით, ტრამპის არჩევის შემდეგ, ამ ეტაპზე სხვა სახის პრიორიტეტები გააჩნია.
„დასავლეთში ამ ეტაპზე სხვა საკითხებია პრიორიტეტული, განსაკუთრებით დონალდ ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. ამ ეტაპზე ისინი ერთგვარ გაურკვევლობაში არიან და უახლოეს მომავალში საქართველოში რამე სახის დასავლურ სამხედრო ბაზაზის განთავსებაზე საუბარიც კი არ არის. რაც შეეხება რუსეთს, მას საფრთხეს არავინ უქმნის, ის თავად არის საფრთხის მთავარი წყარო, განსაკუთრებით ჩვენი რეგიონისათვის", – აცხადებს „რეზონანსთან“ საუბარში სამხედრო მიმომხილველი გიორგი ინაური.
სამხედრო მიმომხილველი მიინევს, რომ საქართველოს საჰაერო სივრცე რუსი სამხედროების მიერ უკვე დიდი ხანია კონტროლდება.
„ცხინვალის, გუდაუთისა და გიუმრის სამხედრო ბაზებზე განთავსებული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები და რადარები თითქმის მთელ ჩვენს ტერიტორიას ფარავენ. სხვა საკითხია ის, რომ ქართულ მხარეს ამ ეტაპზე არც ანგარიშგასაწევი სამხედრო-საჰაერო ძალები გააჩნია და მით უმეტეს არც ბალისტიკური რაკეტები, შესაბამისად სომხეთში "ნებო-M"-ის განთავსება რა თქმა უნდა შემაშფოთებელია, თუმცა თბილისზე მეტად, პრობლემებს აზერბაიჯანს უქადის, რომელიც სომხეთთან პრაქტიკულად ომის მდგომარეობაში იმყოფება", _ განმარტავს გიორგი ინაური.