ლგბტ აქტივისტებმა ამერიკის შეერთებული შტატების მომავალი ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის საცხოვრებელი სახლის წინ ორგანიზებული ცეკვით საპროტესტო აქცია გამართეს. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ლგბტ აქტივისტებმა ცეკვით პენსის დამოკიდებულება გეი უფლებების მიმართ გააპროტესტეს.
როგორც ცნობილია,საპროტესტო აქციის დროს მომავალი ვიცე-პრეზიდენტი სახლში არ იმყოფებოდა.
ერთ-ერთი აქტივისტის თქმით, ღონისძიება პენსს ქალაქის ღირებულებებს დაანახებს.
როგორც ცნობილია, აქცია 18 იანვარს გაიმართა.