“გურია ნიუსი” ამასთან დაკავშირებით “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” პარტიის თავმჯდომარეს, მანანა კობახიძეს ესაუბრა.
_ “ქართულმა დასმა” საბურთალოს რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატად ჯონდი ბაღათურია დაასახელა. კოალიცია “ქართულ დასთან,” გარკვეულწილად, თანამშრომლობს, როგორია თქვენი პოზიცია?
_ თანამშრომლობაში თუ გულისხმობთ ერთიანი მაჟორიტარის დასახელებას, კონკრეტული შეთანხმებები ამასთან დაკავშირებით არ ყოფილა. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპამდე არ ყოფილა. მე წინ არ გავუსწრებ მოვლენებს, შემდეგ კვირას დასახელდება თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები.
გვარის დასახელებისგან თავს შევიკავებ, რადგან ეს უფლებამოსილება აქვს ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ კოალიცია “ქართულ ოცნებას” საკმაოდ წონიანი კანდიდატი ეყოლება რომელიც აბსოლუტურად მომგებიანი არის საბურთალოს რაიონში. ამიტომ, ვერ გეტყვით რა ტიპის თანამშრომლობაზე იქნება საუბარი. ამ ეტაპამდე, პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება ასეთია.
რა თქმა უნდა, ჯონდი ბაღათურიასაც ძალიან სერიოზული პოზიციები აქვს, ძალიან მებრძოლია.
_ “ქართულ დასს” სამგრელოში, აჭარასა და თბილისშიც საკმაოდ ძლიერი დასაყრდენი ძალა ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთთან თანამშრომლობთ, თქვენი ინტერესები ხომ არ გადიკვეთება, რითაც ისარგებლებს მმართველი გუნდი?
_ აბსოლუტურად ლოგიკური კითხვაა, უბრალოდ დღეის მდგომარეობით, კონკრეტულ თანამშრომლობაზე ვერაფერს გეტყვით. თუმცა, ჯერ კიდევ გრძელდება დასახელებები და არ არის გამორიცხული, იყოს რამე…