ბოლო წლებში აფხაზეთის, განსაკუთრებით კი აღმოსავლეთ აფხაზეთის მიმართ, ტურისტების ინტერესი სულ უფრო იზრდება, ამიტომ საჭიროა ინფრასტრუქტურის და გასართობი ცენტრების განვითარება. ამის შესახებ ე.წ აფხაზეთის კურორტის და ტურიზმის მინისტრმა ასტამირ ახბამ განუცხადა.
„ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გაიზარდა ტურისტების ინტერესი აღოსავლეთ აფხაზეთის მიმართ. ეს დინამიკა სულ უფრო მზარდია. აფხაზეთშია ბევრია ქრისტიანული ძეგლები, რომლებიც ტურისტების ინტერესს იწვევს, აგრეთვე ახლადაღმოჩენილი თერმული წყაროები. ამისთვის აუცილებელია ინფრასტურქტურია განვითარება, მცირე სასტუმროების, გასართობი და სპა ცენტრების მოწყობა.
სეზონებს შორის კლიმატი არცთუ სახარბიელოა. ამიტომ ტურისტები ადგილზე უნდა დაკავდნენ.
ამ მიმართულებით სახელმწიფომ დიდი მუშაობა გასწია აფხაზეთის ცენტრალურ და დასავლეთ რაიონებში, ამჯერად აღოსავლეთ აფხაზეთის ჯერია“,-განუცხადა ახბამ Sputnik-ს.