ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჯორჯიასა და მისისიპში ტორნადომ მსხვერპლი გამოიწვია. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
საგანგებო მდგომარეობის სამსახურის ინფორმაციით, ჯორჯიის შტატში შტორმის შედეგად 14, ხოლო მისისიპში 4 ადამიანი დაიღუპა.
როგორც ცნობილია, უამინდობის შედეგად 50-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, ხოლო 480-მდე საცხოვრებელი სახლი განადგურდა.
ამინდის ეროვნული ბიუროს ინფორმაციით, ტორნადოს საშიშროება სამხრეთ ფლორიდაშიც არის.
გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უამინდობით შედეგად დაღუპული ადამიანების გამო მწუხარება გამოთქვა.