"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის ნიკა მელიას განცხადებით, ვანო მერაბიშვილის გადაწყვეტილებით, ის „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის თანამდებობას აღარ იკავებს.
როგორც #9 სასჯელაღსრულების დაწესებულების წინ შეკრებილ ჟურნალისტებს მელიამ უთხრა, გადაწყვეტილების მიზეზებზე მერაბიშვილი თავად ისაუბრებს.
„ვანო მერაბიშვილის პოზიციაა, რომ იგი არ დარჩეს „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის თანამდებობაზე“, – განუცხადა მელიამ ჟურნალისტებს.
მისი თქმით, ყოფილი მაღალჩინოსანი ელოდება სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის სხდომას, სადაც მისი საქმე განიხილება.
"ვანო მერაბიშვილი თავად გააკეთებს პოლიტიკურ განცხადებას“, – განაცხადა მელიამ.
წყარო: newposts