თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ N153-ე საბავშვო ბაგა-ბაღის აღმზრდელის მიერ აღსაზრდელზე შესაძლო ძალადობის ფაქტის შესწავლა დაიწყო. მომხდარის დეტალებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მონიტორინგის სამსახური დილიდან ადგილზე არკვევს.
"საკითხის შესწავლამდე, სააგენტოს ადმინისტრაციის მხრიდან მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდეთ აღმზრდელ თამარ მახარაშვილს, რომელსაც მშობელი ძალადობაში ადანაშაულებს, ასევე აღმზრდელის თანაშემწეს, მანანა ბოსტოღანაშვილს.
თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტო ძალადობის ამ და სხვა ნებისმიერი ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, გაატარებს უმკაცრეს დისციპლინურ ღონისძიებებს" _ აღნიშნულაი გავრცელებულ განცხადებაში.